ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საელჩოები ფხენიანს ჯერ არ ტოვებენ


დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ ფხენიანის განცხადება კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით იყო გაკეთებული

დიპლომატები, რომლებიც ფხენიანში სახვადასხვა ქვეყნის საელჩოებში მუშაობენ ჩრდილოეთ კორეის დატოვებას ჯერ არ აპირებენ მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ მათ საჯაროდ სთხოვა დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
დასავლეთის დიპლომატები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ქვეყნიდან გამოსვლას. მათ მიაჩნიათ, რომ ფხენიანის განცხადება კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით იყო გაკეთებული.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ დიპლომატები და საერთაშორისო ჯგუფები გააფრთხილა, რომ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ 10 აპრილამდე შეეძლო.
XS
SM
MD
LG