ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორეულ დიპლომატიას ქალთა საკალათბურთო გუნდები აგრძელებს


ფხენიანში გამართული, ორდღიანი ამხანაგური თამაშების პირველ დღეს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ქალთა საკალათბურთო გუნდები შეერთდნენ და შემდეგ ორ შერეულ გუნდად დაიყვნენ.

ერთ შერეულ გუნდს ეცვა თეთრი მაისურები წარწერით, „მშვიდობა“, მეორეს კი მწვანე მაისურები წარწერით, „კეთილდღეობა“. თამაშს 12 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.

შერეულმა გუნდმა, სახელით „კეთილდღეობა“, გუნდ „მშვიდობას“ ანგარიშით 103-102 მოუგო.

არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თამაშს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დაესწრო თუ არა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG