ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირას სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიხურა. დახურვის ცერემონიაზე „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის“ პრეზიდენტმა თომას ბახმა მადლობა გადაუხადა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა დაძაბულობის განმუხტვისთვის გამოიყენეს და ზამთრის ოლიმპიური თამაშები "მშვიდობის ოლიმპიადად" აქციეს.

„თქვენ აჩვენეთ, როგორ აერთიანებს სპორტი ადამიანებს ამ ძალიან დაძაბულ სამყაროში“, თქვა ბახმა.

ჩრდილოეთ კორეელმა ათლეტებმა ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეელ სპორტსმენებთან ერთად, საერთო დროშის ქვეშ იასპარეზეს. ამ პერიოდში ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არ მომხდარა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა.

ამასთან, შეერთებულმა შტატებმა დროებით გადადო სამხრეთ კორეაში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმისათვის, რომ ოლიმპიურ თამაშების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარება ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG