ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა სარაკეტო პროგრამას ზრდის


ნასას ყოფილ თანმამშრომელს ჯაშუშობაში სდებენ ბრალს

ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო სისტემაზე მუშაობს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე, სატელიტზე განთავსდება

სამხრეთ კორეა შეერთებულ შტატებთან დადებული ხელშეკრულების შესახებ იუწყება. სარაკეტო სისტემების რადიუსი თითქმის სამჯერ გაიზრდება, რათა მან მთელი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორია დაფაროს. ოფიციალური სეულის ცნობით, ბალისტიკური რაკეტების რადიუსი 300-დან 800 კილომეტრამდე გაიზრდება.

ვაშინგტონი კომენტარისგან თავს იკავებს. კორეის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის, ჩუნ იანგ ვუს განცხადებამ ჩრდილოეთ კორეის აღშფოთება გამოიწვია. ფხენიანს უკვე აქვს შესაბამისი სარეკეტო სისტემები, რომელიც სამხრეთ კორეას და რეგიონის სხვა ქვეყნებსაც წვდება. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის სარაკეტო სისტემაზე მუშაობს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე, სატელიტზე განთავსდება.
XS
SM
MD
LG