ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის პრობლემები


სახელმწიფო საზღვრით გაყოფილი ოჯახების შეხვედრა ბოლოს 3 წლის წინ გაიმართა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პარკ გუინ-ჰე კორეის ომის შემდეგ დაცილებული ოჯახების შეხვედრის ინიციატივით გამოდის. მის წინადადებას ჩრდილოეთ კორეასთან ერთობლივი საწარმოს გახსნის შესახებ ერთი დღით ადრე მიღწეული შეთანხმება უსწრებდა წინ.

დღეს ტელევიზიით ტრანსლირებულ მის მიმართვაში, რომელიც იაპონიისგან კორეის დამოუკიდებლობის იუბილეს ეძღვნებოდა, პრეზიდენტმა ჩრდილოელ მეზობელს მიმართა და მოუწოდა ოჯახების შეხვედრა მომავალი თვისთვის დაიგეგმოს. ოჯახების გაერთიანება ბოლოს 3 წლის წინ მოხდა. ჩრდილოეთ კორეა თავად გამოდიოდა ანალოგიური ინიციატივით, მაგრამ ერთი თვის წინ უარი თქვა ერთმანეთისგან სახელმწიფო საზღვრით დაცილებული ოჯახების შეხვედრის შეთანხმებაზე.
XS
SM
MD
LG