ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კესონის საკითხზე შეთანხმება შედგა


აპრილში ფხენიანმა კესონიდან 52 000 ჩრდილო-კორეელი მოხელე გაეყვანა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ კესონის საწარმოო კომპლექსი გახსნან. სეულის გაერთიანების სამინისტროს ცნობით, დღეს ხელმოწერილი ხუთპუნქტიანი შეთანხმება შედეგია კესონის კომპლექსის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების არაერთი რაუნდისა. შეთანხმების დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

აპრილში ფხენიანმა კესონიდან 52 000 ჩრდილო-კორეელი მოხელე გაეყვანა. ჩრდილოეთ კორეამ ეს გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნებისა და საერთაშორისო სანქციების საპასუხოდ გადადგა.
XS
SM
MD
LG