ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის განცხადება


სამხრეთ კორეა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებს გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს, თუ ფხენიანი სამხედრო აგრესიას წამოიწყებს

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მუქარას ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევის შესახებ სეულის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება.

გენერალ კიმ იუნგ ჰუნის განცხადებით, სამხრეთ კორეა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებს გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს, თუ ფხენიანი სამხედრო აგრესიას წამოიწყებს.

ჩრდილოეთ კორეას წარსულში არაერთხელ მიუმართავს სამხედრო რიტორიკისთვის, მაგრამ ამჯერად ეს განცხადება კომუნისტური რეჟიმის მაღალი რანგის გენერალმა გაახმოვანა, რაც მის მნიშვნელობაზე მეტყველებს.

გენერალ კიმ იუნგ ჩოლის განცხადებით, 11 მარტიდან 60 წლის წინათ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაუქმდება და ფხენიანი ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვეტს საზღვართან დისლოცირებულ სამხრეთ კორეის და ამერიკის ჯარებთან.
XS
SM
MD
LG