ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი სამხრეთ კორეაში


ჯარისკაცებმა მანქანით გაქცევა გადაწყვიტეს და დადევნებულმა პოლიციამ მათ რამდენიმე ფუჭი ვაზნა ესროლა

სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც სეულის პოლიციამ მანქანით მაღალ-სიჩქარიანი დადევნების დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, სტაბილურ მდგომარეობაშია.

პოლიცია აცხადებს, რომ სეულის იტაევონის უბანში ორი ამერიკელი ჯარისკაცი გარშემო მყოფ ადამიანებს პლასტმასის იარაღით ემუქრებოდა. როდესაც პოლიცია მათ მიუახლოვდა, ჯარისკაცებმა მანქანით გაქცევა გადაწყვიტეს. დადევნებულმა პოლიციამ მათ რამდენიმე ფუჭი ვაზნა ესროლა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემდეგ კი სამი ცოცხალი ვაზნა გაისროლა, რის შედეგადაც მძღოლი დაიჭრა.

სამხრეთ კორეაში დისლოცირებული არმიის დანაყოფი აცხადებს, რომ ინციდენტის დროს ჯარისკაცები ალკოჰოლის გავლენის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG