ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ფხენიანს მოუწოდებს


ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის შესაძლო გამოცდა მსოფლიოს აშფოთებს

რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ამ თვის ბოლოს დაგეგმილი რაკეტის გამოცდისგან თავის შეკავებას ურჩევს. განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ამით, მოსკოვი შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობის იმ ქვეყნებს, რომლებიც ფხენიანის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ. ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, მისი რაკეტით კოსმოსურ ორბიტაზე თანამგზავრის გაყვანა იგეგმება. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობა ეჭვობს, რომ სინამდვილეში ფხენიანს ბალისტიკური რაკეტის გამოცდა სურს. რუსეთთან ერთად, ფხენიანის გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ჩინეთმაც.

„ჩრდილოეთ კორეას შეუძლია შორეული კოსმოსის მშვიდობიანი გამოყენება, თუმცა ის ასევე არის გაეროს მხრიდან შესაბამისი რეზოლუციის ობიექტიც,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
XS
SM
MD
LG