ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეულსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკებები გაუქმდა


მხარეები ვერ შეთანხმდნენ წარმომადგენლების კანდიდატურების შესახებ

კორეის გაერთიანების მინისტრის განცხადებით, ფხენიანთან მაღალი რანგის მოლაპარაკების გაუქმება სამწუხარო, მაგრამ აუცილებელი რეალობით არის გამოწვეული.
სეულში დაგეგმილი მოლაპარაკება უკანასკნელ წუთს გაუქმდა, რადგან მხარეები ვერ შეთანხმდნენ წარმომადგენლების კანდიდატურების შესახებ.
კორეის უნიფიკაციის მინისტრის ნო კილ ჯაეს განცხადებით:“ ჩვენ არ შეგვეძლო ამ მოლაპარაკებაზე იმ შედეგის მიღწევა, რასაც ხალხი ელის, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ახალი ურთიერთობები უნდა დაიწყოს.“
ჩრდილეოთ კორეამ დელეგაციის გამოგზავნაზე უარი განაცხადა, რადგან სეულმა მოლაპარაკების წარმართვა მინისტრის მოადგილეების რანგის დონეზე მოინდომა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ფხენიანისთვის.
XS
SM
MD
LG