ამერიკის ყოფილი პრეზიდნეტი ჯიმი კარტერი ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული ამერიკელის დასახმარებლად ჩასვლას აპირებს.
ამერიკული პრესა იტყობინება, რომ კარტერის ჩასვლის მიზეზი იანვრიდან დაკავებული ამერიკის მოქალაქის გათავისუფლების მცდელობაა.
ჟურნალ ფორინ პოლისის ცნობით, კარტერი ფხენიანში ამერიკის მოქალაქის სტატუსით ჩავა. ყოფილი პრეზიდნეტი ფხენიანში ოთხშაბათს გაფრინდება და ერთ ღამეს გაატარებს. ის უკან დაბრუნებას ამერიკის გათავისუფლებულ მოქალაქესთან ერთად გეგმავს.
სახლემწიფო დეპარტამენტის სპიკერი ფიჯეი ქროული აცხადებს, რომ ამერიკაში შეშფოთებულები არიან გომესის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ფხენიანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
ტიმოტი სევიჯი, სეულში ნაუტილუსის ინსტიტუტში, კვლევით ჯგუფს უძღვება ის თვლის, რომ კარტერის ვიზიტისთვის დროის განსაზღვრა, შემთხვევითობა არ არის.
“ის რომ რამდენიმე დიპლომატიური ნაბიჯი ერთმანეთს ემთხვევა მე მაფიქრებს, რომ სცენის მიღმა რაღაც სხვა ხდება.”
ჩრდილოეთ კორეელმა სამართალდამცავებმა ბოსტონელი აიჯალონ მალი გომესი ჩინეთიდან ქვეყნის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს.
მას 8 წლიანი პატიმრობა და 700 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.