ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის მუქარა


ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები ატომური ქობინებით არის აღჭურვილი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეის მუქარით. კადეტების წინაშე გამოსვლისას პარკ გუენ ჰიმ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ფხენიანის პროვოკაციების წინააღმდეგ საბრძოლველად.
მისი თქმით:“ამჟამად მძიმე მდგომარეობაა შექმნილი უშიშროების თვალსაზრისით, რადგან ჩრდილოეთ კორეა ატომური ბომბით იმუქრება.“
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ ფხენიანმა განაცხადა, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ.
ფხენიანში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე გამოსვლისას კომუნისტური რეჟიმის გენერალმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები ატომური ქობინებით არის აღჭურვილი.
XS
SM
MD
LG