ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

15 წლიანი პატიმრობა ამერიკის მოქალაქისთვის


ფხენიანი კენეტ ბაის მთავრობის დამხობის მცდელობაში სდებდა ბრალს

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის მოქალაქე 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ განაჩენი მას შემდეგ გამოიტანა, რაც ჩრდილოეთ კორეის მიმართ მსჯავრდებულის „მტრული ქმედება“ დაადგინა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო იუწყება. ამერიკელ კენეტ ბაის განაჩენი ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამოუტანა. მანამდე ოფიციალური ფხენიანი აცხადებდა, რომ ამერიკელ კენეტ ბაის ჩრდილოეთ კორეის მთავრობის დამხობა ქონდა გადაწყვეტილი. 44 წლის ამერიკელი ნოემბერში ქალაქ რასონში, რუსეთის და ჩინეთის საზღვართან ახლოს დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG