ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატიმარი ჩრდილოეთ კორეაში


ფხენიანი ამერიკელი ტურისტის გასამართლებას აპირებს

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, კორეული წარმოშობის ამერიკელი ტურისტის სასამართლო პროცესი გაიმარტება. ტურისტი გასული წლის ბოლოს დააპატიმრეს და მას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მოქმედებაში ედება ბრალი. 44 წლის კენეტ ბაი გასული წლის ნოემბერში ქალაქ რასონში დააპატიმრეს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ბაიმ აღიარა, რომ მთავრობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. სააგენტო არ აკონკრეტებს თუ რა დანაშაულზეა საუბარი, თუმცა ნათქვამია, რომ აღიარება სამხილი მასალის წარგენის საფუძველზე მოხდა.
XS
SM
MD
LG