ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარია კოლესნიკოვას ადგილმდებარეობა უცნობია


ბელარუსის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა სამშაბათს გამთენიისას უკრაინაში გადასვლის მცდელობისას დააკავეს.

კოლესნიკოვას თანმხლები ორი ოპოზიციონერი - ანტონ როდნენკოვი და ივან კრავცოვი - უკრაინაში წარმატებით გადავიდნენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კოლესნიკოვას ქვეყნიდან გასვლა "იძულებითი გაძევებაა".

ამ ფონზე, პრეზიდენტ ლუკაშენკოს მისამართით გაისმის მოწოდებები გამჟღავნდეს კოლესნიკოვას ადგილმდებარეობა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ ის მინსკში დააკავეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ტვიტერში განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გეგმავს, თუ ლუკაშენკო არ შეცვლის ქმედებებს.

გასულ უქმეებზე, ბელარუსში დემონსტრაციების მეხუთე კვირა დაიწყო. შაბათ-კვირას ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა პროტესტის ნიშნად. დააკავეს 600-მდე ადამიანი. საპროტესტო აქციების დაწყებიდან კი ბელარუსში სულ 7 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG