ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევში მომიტინგეთა ბანაკის ალაგება დაიწყო


უკრაინის პოლიციამ დემონსტრანტებს დასაშლელად საბოლოო ვადა დაუწესა

კიევში პოლიციამ სამთავრობო შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების ალაგება დაიწყო. უკრაინელ დემონსტრანტებს დასაშლელად საბოლოო ვადა ხვალ დილამდე დაუწესდათ. მომიტინგეებს და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია. საპროტესტო აქციის დაშლის შესახებ ინფორმაციას იულია ტიმოშენკოს პარტიაც ავრცელებს.

ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი კიევში, სტივ როზენბერგი იუწყება, რომ დღეს კიევის ცენტრალურ მოედანზე ბევრად მეტი პოლიციელია თავმოყრილი, ვიდრე კვირას, როცა ქუჩებში ასობით ათასი მომიტინგე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრანტების შევიწროება იმ ადგილებიდან ხდება, სადაც მომიტინგეები ადმინისტრაციული შენობებისკენ მიმავალ გზებს ბლოკავდენენ.
XS
SM
MD
LG