ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ხოდორკოვსკის მეორე სასამართლო პროცესი შედგა


მოსკოვში ხოდორკოვსკის მეორე სასამართლო პროცესი შედგა

ერთ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ნავთობ-მაგნატი მიხაილ ხოდორკოვსკი აცხადებს, რომ მის სასამართლო პროცესზე თითოეული რუსის ბედი გადაწყდება.

ხოდორკოვსკიმ ეს განცხადება მოსკოვის სასამართლოში გააკეთა. დღეს მისი მეორე სასამართლო პროცესი შედგა, რომელზეც მას თაღლითობა ედებოდა ბრალად.

ხოდორკოვსკი ახლა უკვე დაშლილი ნავთობ-კომპანია იუკოსის პრეზიდენტი იყო. ის მერვე წელია სასჯელს იხდის 350 მილიონი ტონა ნავთობის მითვისებისა და დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გათეთრებისთვის. ხოდორკოვსკი აცხადებს, რომ მისი დაჭერის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ის კრემლის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.

სასამართლოზე ხოდორკოვსკიმ მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ გამოტანილ გადაწყვეტილებას რუსეთის თითოეულ მოქალაქეზე გრძელვადიანი გავლნა ექნება. მოსამართლე ვერდიქტს 15 დეკემბერს გამოიტანს.

XS
SM
MD
LG