ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხევსურეთის ლეგენდა და სინამდვილე


ხევსურეთის ლეგენდა და სინამდვილე
ხევსურეთის ლეგენდა და სინამდვილე

საქართველოს მთიანეთი, ფშავი და ხევსურეთი დღეს მიტოვებული და დაცარიელებულია. ულამაზეს მთებს შორის დღეს ზღაპრები და ლეგენდები უფრო მეტად ცოცხლობენ, ვიდრე ადამიანები. ნაკლებად განვითარებული ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი გზები, ზვავების საშიშროება, მკაცრი ზამთარი და სკოლების არარსებობა საქართველოში ალპურ ზონაში ცხოვრების მოტივაციას კლავს.

პირიქითა ხევსურეთში რომ მოხვდეთ, იქ, სადაც საუკუნეების მანძილზე მთიელი ქართველები საქართველოს საზღვარს იცავდნენ, ფშავი უნდა გაიაროთ. ჩარგალში ვაჟა–ფშაველას სახლი და მუზეუმი დაგხვდებათ. ვაჟასეულ სახლში, ბუხრის თავზე ერთი ფოტოა დაცული, რომელზეც ვაჟას ოჯახია გამოსახული. ფოტო კომუნისტების დროს დაამუშავეს და იქიდან ვაჟას შვილის, ლევანის გამოსახულება „გააქრეს“, მის ადგილას ფარია ჩახატული. ლევანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო და საქრთველოს ანექსიის წნააღმდეგ მასთან ერთად იბრძოდა. 1924 წელს იგი საბჭოთა მთავრობამ დახვრიტა. ქართველმა მწერლებმა, რომლებიც ფილიპე მახარაძესთან ვაჟას შვილის შეწყალების თხოვნით მივიდნენ, მისგან ისტორიული ფრაზა მოისმინეს, სამშობლოს ღალატის გამო, ვაჟას შვილის კი არა, ვაჟას დახვრეტაც რომ იყოს საჭირო, მასაც დავხვრეტდითო.

ხევსურეთის ლეგენდა და სინამდვილე
ხევსურეთის ლეგენდა და სინამდვილე

ვაჟას სახელობის მუზეუმი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტორს ბალანსზე იმყოფება და ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ იფიქრებთ, ამ ადამიანს ცხოვრება ხომ უმძიმეს პირბებში უწევდა და არც სიკვლიდის შემდეგ ჰქონია ბედიო. მუზეუმში ჭერიდან წვიმა ჩამოდის და დარბაზებში ოცი სანტიმეტრის სიმაღლეზე წყალი დგება. მუზეუმის ერთ–ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, როდესაც ვაჟაობაზე სტუმრები ჩამოდიან, დატბორილ დარბაზებს ვმალავთო.

დათვის ჯვრის უღელტეხილის შემდეგ, რომელიც 2667 მეტრზეა ზღვის დონიდან, პირიქითა ხევსურეთი იწყება. აქ მოხვედრილი ადამიანისთვის ძველი ქართული ზღაპრებისა და ლეგენდების ნამდვილობასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი ქრება. ხვდები, რომ დევების ქორწილი აქ რეალურად იქნებოდა და იახსარი მათთან მართლაც იბრძოლებდა.

არდოტის ხევისბერი ამბობს, რომ მას მთელი ხეობა როგორც ჯამრბულ პირველს, ასე იცნობს. მას ოჯახი არ ჰყავს, რადგან ხევისბერს ადათი ოჯახის ყოლის უფლებას არ აძლევს. იგი ხეობას არც ზამთარში ტოვებს და არც ზაფხულში. ხატობისას კი ყოველ წელს ყმებს ელის, რომლებიც ხატს დასალოცად და წყალობის სათხოვნელად. აკითხავენ.

მიხეილ ჭინჭარაული, ექიმია, შატილში ცხოვრობს „აქ დოხტურს მეძახიან,“– ამბობს იგი და მთიელებისთვის ძირითად პრობლემაზე საუბრობს, რაც ტრანსპორტსა და გზას ეხება. შატილამდე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კვირაში ერთხელ, ისიც მშრალი გზის არსებობის შემთხვევაში მიდის. ხევისბერიცა და დოხტურიც პრეზიდენტ სააკაშვილთან დანაბარებს გვატანენ, გზების მოწესრიგების თხოვნით.

ხევსურეთის ლეგენდა და სინამდვილე
ხევსურეთის ლეგენდა და სინამდვილე

ვაჟასეული შატილი, სადაც ალუდა ქეთელააური ცხოვრობდა, დღეს დაცარიელებულია. ულამაზეს სოფელს, არწივის ბუდეს რომ ამსგავსებდნენ დღეს მხოლოდ ტურისტები აკითხავენ. გადმოცემის თანახმად, შატილში ყოველი სახლი ერთმანეთთან ძელის დასაკიდი კიბეით ყოფილა დაკავშირებული, რომელთა მეშვეობით, მტრის შემოევის დროს, სოფლის შემორბენა მიწაზე ფეხის დაუდგმელად იყო შესაძლებელი. შატილიდან რამდენიმე კილომეტრს თუ გაივლით, მუცოს ნახავთ, საოცრებას, აბსოლუტურად უნიკალური არქიტექტურული წყობით. დღეს მუცოს ციხე–სახლებიც ცარიელია, თითქოს უდუღაბოდ, ფიქლით ნაშენი კოშკები სიამაყის შეგრძნებას იმ ადამიანების გულებში კი ბადებს, ვისაც ისინი არ აუშენებია, არამედ მხოლოდ უნახავს. აქ ყველაფრის სულს გრძნობ, მთების, მდინარეების, ყვავილების და ყველა მთიელი, ვინც დღეს იქაა, კვლავაც კაფიობს.

XS
SM
MD
LG