ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაულ ხაჯიმბა გადადგა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომას დათანხმდა. ეს ინფორმაცია პარლამენტის სპიკერმა სააგენტო "ტასს" დაუდასტურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს თანამდდებობა პრემიერმა შეასრულოს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ კრემლმა უშიშროების საბჭოს მდივნის შემდეგ, სოხუმში კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ვლადისლავ სურკოვი მიავლინა. სურკოვი მოლაპარაკებებს ორივე მხარესთან გამართავს. ოკუპირებულ სოხუმში ხაჯიმბას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 9 იანვარს დაიწყო.

"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად რუსეთის დე ფაქტო საელჩოში მიმდინარეობს შეხვედრა ოპოზიციის ლიდერ ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს შორის. ოპოზიციონერი დეპუტატი ბატალ ტაბაღუა გავიდა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან და მათ წაუკითხა ხაჯიმბას გადადგომის შესახებ დოკუმენტი. შეკრებილები ცნობას ტაშით შეეგებნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG