ფედერალურმა მოსამართლემ 8 მილიარდი დოლარის ღირებულების ქისტოუნ ექს ელ მილსადენის მშენებლობა, სულ მცირე, დროებით შეაჩერა.
შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე ბრაიან მორისმა ხუთშაბათს გამოცემულ ორდერში აღნიშნა, რომ გარემოზე ამ პროექტის პოტენციური გავლენა დამატებით შესწავლას საჭიროებს.
მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც კალგარიში დაფუძნებული კომპანია „ტრანს კანადა“, ჩრდილოეთ მონტანაში მილსადენის მშენებლობის დასაწყებად ემზადებოდა.
მორისმა თქვა: „მთავრობამ უნდა წარმოადგინოს „ახალი და შესაბამისი ინფორმაცია გაჟონვების რისკის შესახებ.“
1900 კილომეტრი სიგრძის მილსადენის დანიშნულება, კანადის ალბერტადან ნებრასკის შტატის მიმართულებით, დღეში 830 ათასი ბარელი, ნავთობის შემცველი ქვიშის ტრანსპორტირებაა. შემდგომ, ეს მასა, უკვე არსებული მილსადენებით, შეერთებული შტატების მექსიკის ყურის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მოხვდება.