ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომიკოსი კევინ ჰარტი ოსკარების ცერემონიას აღარ წაიყვანს


ორი დღის შემდეგ, რაც კომიკოსმა კევინ ჰარტმა დაადასტურა, რომ თებერვალში დაგეგმილ, ოსკარების 91-ე ცერემონიას წაიყვანდა, გაირკვა, რომ ის საზეიმო ღონისძიების წამყვანი აღარ იქნება. გადაწყვეტილება ჰარტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი რამდენიმე წლის წინანდელი ჰომოფობიური ხასიათის ჩანაწერები გავრცელდა.

კომიკოსის თქმით, ის ოსკარებს აღარ წაიყვანს. ჰარტს არ სურს მის გამო დაწყებულმა აჟიოტაჟმა "ყურადღება გადაიტანოს ოსკარების გადაცემის ცერემონიიდან, რომელიც უნდა იყოს დღესასწაული, ნიჭიერი, საუცხოო ადამიანებით შემდგარი სანახაობა. მე ბოდიშს ვუხდი ლგბტქ საზოგადოებას წარსულში ჩემი უგულისყურო გამონათქვამების გამო“ - დაწერა კომიკოსმა "ტვიტერზე".

ამერიკის კინოაკადემია ახლა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიისთვის ახალ წამყვანს ეძებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG