ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი რუსეთთან კლიმატის საკითხზე თანამშრომლობას იმედოვნებს


შეერთებული შტატების წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილებების საკითხებში ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს უთხრა, რომ ვაშინგტონს სურს მოსკოვთან თანამშრომლობა მომდინარე წლის გაეროს კლიმატის კონფერენციაზე.

კერი ოთხდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, სადაც ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, სერგეი ლავროვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

ლავროვმა განაცხადა, რომ კერის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობაში პოზიტიური ნაბიჯია. მან ასევე თქვა, რომ რუსეთი იმედს იტოვებს, რომ შოტლანდიაში ნოემბერში დაგეგმილ გაეროს კლიმატის კონფერენციისთვის მოსამზადებლად რუსეთი და ამერიკა მჭიდროდ ითანამშრომლებენ.

კერიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მოხარულია, რომ რუსეთი მზადაა დამატებითი ნაბიჯები გადადგას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კლიმატზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბული სიტუაციის განმუხტვაში დიდ როლს შეასრულებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG