ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერის ვიზიტი გრძელდება


სახელმწიო მდივანი ისრაელს და პალესტინას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ორშაბათს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გააგრძელებს შეერთებული შტატების მცდელობას ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით.

ჯონ კერი მონაწილეობას მიიღებს ჰოლოკასტის მოგონების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალში, მეორე დღეს კი პალესტინის პრემიერ მინისტრ სალამ ფაიადს და ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჯონ კერი ორივე მხარეს მოუწოდებს შერიგებისკენ და მოლაპარაკებებისკენ, რომელიც 2010 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

ჯონ კერის რეგიონში ვიზიტის განმავლობაში პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეტ დავითოღლუსთან შეხვედრებიც შედგა.
XS
SM
MD
LG