ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერის ვიზიტი რუსეთში


კრემლში ვაშინგტონელ სტუმარს თბილი შეხვედრა მოუწყვეს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
შარშან შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მკვეთრად გაუარესდა ურთიერთობა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დეპარტამენტი მის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში დაადანაშაულა.

სამშაბათს, მოსკოვში გამართული პუტინის საწინააღმდეგო მიტინგის ფონზე რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვია.

კრემლში ვაშინგტონელ სტუმარს თბილი შეხვედრა მოუწყვეს. ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში საკმაოდ ცივი პერიოდის შემდეგ ვლადიმირ პუტინი ტელეკამერების წინ მიესალმა სახელმწიფო მდივანს. მისი თქმით:

“ ჩვენი წამყვანი სამინისტროები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩათვლით, ერთად მუშაობენ თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად.“

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის მოუთმენლად ელის ბარაკ ობამასთან შეხვედრას, რომელიც ივნისში, დიდი რვიანის მომავალ სამიტზე შედგება ჩრდილოეთ ირლანდიაში.

რუსეთისთვის დამახასიათებელი მკაცრი პროტოკოლის მიუხედავად, პრეზიდენტმა პუტინმა ერთსაათიანი შეხვედრა გამართა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან.

მოგვიანებით ჯონ კერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. ბატონი კერის განცხადებით:

“ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ მჭიდროდ ითანამშრომლონ იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც დღევანდელი მსოფლიოსთვის არის დამახასიათებელი, პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში მშვიდობის და სტაბილობის დასამყარებლად.“

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ სირიასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის მიზნით, რომელზეც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს.

რუსეთმა სამჯერ დაადო ვეტო ამერიკის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისთვის სანქციების დაწესების მცდელობას. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ მოსკოვის მხარდაჭერით შეძლებს სირიის კონფლიქტიდან პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას, რომელმაც 70 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ის საკითხები ჩამოთვალა, სადაც ორი ქვეყანა აგრძელებს მჭიდრო ურთიერთობას:

“ დაწყებული სტარტი 2-ის ხელშეკრულებიდან, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, ირანის, ჩრდილოეთ კორეის და ავღანეთის ჩათვლით, უამრავი სფერო არსებობს სადაც გრძედება თანამშრომლობა გლობალურ საკითხებზე.“

რუსეთის და ამერიკის ლიდერები მომავალს იმედით უყურებენ. ივნისში და სექტემბერში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრებია დაგეგემილი. ბოსტონის მარათონის აფეთქების შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიალოგი განახლდა. პუტინმა და ობამამ ორჯერ ისაუბრეს ტელეფონით უშიშროების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ.
ბოსტონის აფეთქების ორგნიზატორი, რუსეთის მოქალაქე გახლდათ, რომელმაც შარშან დაღესტანში 6 თვე გაატარა, სადაც განსაკუთრებით ძლიერია ისლამისტი ექსტრემისტების გავლენა.
XS
SM
MD
LG