ჯონ კერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, შეშფოთებას გამოთქვამს ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გამო. კერძოდ, მთავრობის მიერ არმიის მხარდაჭერით მიმდინარე „მუსლიმთა საძმოს“ დევნაზე. ეგვიპტის დროებითი მთავრობა ორგანიზაციას ქვეყანაში განხორციელებულ სერიულ აფეთქებებში დებს ბრალს. სახელმწიფო მდივანმა დაგმო ძალადობა, მაგრამ ეგვიპტელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში მან ასევე გამოთქვა შეშფოთება ბოლო დროს განხორციელებულ დაპატიმრებებზე.
ხუთშაბათს პოლიციამ ათობით საძმოს წევრი დაატყვევა. რამდენიმე დღის წინ კი მთლიანად ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმო“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა და პირობა დადო, რომ მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ უმკაცრეს ზომებს მიიღებდა.