ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი აფრიკაში ვიზიტს იწყებს


ვიზიტის მიზანია, სამხრეთ სუდანში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ძალადობის შეჩერება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აფრიკაში ვიზიტს იწყებს. ვიზიტის მიზანია, სამხრეთ სუდანში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ძალადობის შეჩერება.

სახელმწიფო მდივანი პირველად ადის-აბებაში შეჩერდება. ის ეთიოპიის, უგანდის და კენიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სამხრეთ სუდანის კონფლიქტის განსახილველად შეხვდება.

სამშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირმა თქვა, რომ სახელმწიფო მდივანი „მკაცრ გზავნილს“ გაუგზავნის სამხრეთ სუდანის მთავრობასაც და ამბოხებულებსაც. შეერთებული შტატები გადაადგილებაზე და ფინანსებზე სანქციებით დაემუქრა მათ, ვინც ძალადობაზე და მილიონზე მეტი ადამიანის იძულებით ადგილგანაცვლებაზეა პასუხისმგებელი.
XS
SM
MD
LG