ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ჩინეთს აკრიტიკებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტის კომენტარის შემდეგ ვაშინგტონსა და მანილას შორის ახალი თავდაცვის შეთანხმება გაფორმდა

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აზიაში ტურის დროს ჩინეთის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა.

შეერთებული შტატების და ფილიპინების შეიარაღებული ძალების წინაშე გამოსვლისას, ობამამ კიდევ ერთხელ ისაუბრა ადმინისტრაციასა და ჩინეთს შორის გაგრძელებული საზღვაო დავის შესახებ:

„ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერს და ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში, გააჩნდეს სუვერენიტეტი და მის ტერიტორიულ ინტეგრაციას პატივს სცემდნენ. გვჯერა, რომ საერთაშორისო კანონი აღსრულდება, ნავიგაციის თავისუფლება დაცული იქნება და ვაჭრობა არ შეიზღუდება. იმედი გვაქვს, რომ უთანხმოება მშვიდობიანად დასრულდება და დაშინება და ძალის გამოყენება არ მოხდება.“

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამ კომენტარის შემდეგ ვაშინგტონსა და მანილას შორის ახალი თავდაცვის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ამერიკულ სამხედრო ძალებს წყნარი ოკეანის რეგიონში დარჩენის ვადას უხანგრძლივებს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG