ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი რუსეთში ჩავა


სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მომავალ კვირას რუსეთს ეწვევა. ის მოლაპარაკებას რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართავს. ვიზიტის მთავარი თემა სირიაში შექმნილი ვითარებაა. ასევე, მოსალოდნელია კერის შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. კერი და ლავროვი ერთმანეთს არაერთხელ შეხვდენენ, თუმცა ეს რუსეთში სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია.

"ჩემი შეფასებით ვიზიტი დაგვიანდა. ველოდები, რომ დიდი რვიანის სამიტის წინ, განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს, სირიისა და ირანის ჩათვლით," - განაცხადა ჯონ კერიმ.
XS
SM
MD
LG