ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ფრანსუა ოლანდს შეხვდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ამერიკისგან, საფრანგეთისგან და სხვა მოკავშირეებისგან უფრო მეტ წნეხს უნდა ელოდეს.

კერი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდა, სადაც ისლამური სახელმწიფოს წინააღდმეგ ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე ისაუბრეს.

პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ პრეზიდენტმა ოლანდმა პირობა დადო, რომ უმოწყალოდ გაანადგურებდა დაჯგუფებას, რომელმაც პარიზის თავდასხმები დაგეგმა.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით ფრანგული სამხედრო ავიაციის 10-მა სამხედრო თვითმფრინავმა იერიში მიიტანა დაჯგუფების დედაქალაქად წოდებულ ქალაქ რაქაზე.

XS
SM
MD
LG