ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი ირანელ კოლეგას შეხვდება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ირანელ კოლეგას ხვდება. შეხვედრაზე ირანის წინააღმდეგ შემსუბუქებულ სანქციებს და სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებს განიხილავენ.

კერი და მოჰამედ ჯავად ზარიფი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან. ამის შემდეგ კერი ეგვიპტესა და საუდის არაბეთში ტურნეს იწყებს.

ირანის მთავრობის წარმომადგენლები ჩივიან, რომ ირანმა ბირთვული მოლაპარაკების შედეგად სანქციების დაპირებული შემსუბუქება ვერ მიიღო.

“მხარეებმა შეთანხმების განხორციელებას ხელი არ უნდა შეუშალონ,” განაცხადა ზარიფმა შაბათს.


სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ჯონ კირბი ადასტურებს, რომ სანქციები ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება დღევანდელ შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG