ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ბაშარ ალ-ასადს არ ენდობა


Talks With Russia in Spotlight as Kerry Visits Berlin

სახელმწიფო მდივანი ევროპიდან ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სირიის მთავრობის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დამასკომ ოპოზიციასთან დიალოგის სურვილი გამოთქვა. კერი აცხადებს, რომ ბოლო დროს განხორციელებული დაბომბვების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა ძნელად სარწმუნოს ხდის სირიის მთავრობის სურვილს. დეტალებს ამერიკული პოზიციის შესახებ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი არკვევდა.
სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ალეპოში განხორციელებული დაბომბვა დაგმო და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის პოზიცია, რომელიც სირიის პრეზიდენტის გადადგომას გულისხმობს. ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონ კერიმ უარყო სირიის მთავრობის ოპოზიციისადმი გაკეთებული შეთავაზება დიალოგის შესახებ.
„ძალიან ძნელია ამის გაგება, როდესაც ვხედავთ თუ როგორ ეცემა ეს რაკეტები უდანაშაულო ადამიანებს ალეპოში და თან დიალოგისთვის სერიოზულ განწყობას ამჟღავნებენ,“ - განაცხადა კერიმ.
ამავდროულად მან უკმაყოფილება გამოხატა სირიის ოპოზიციის ლიდერების მიმართ, რომლებმაც რომში მასთან დაგეგმილ შეხვედრაზე არც თუ დადებითი განწყობა გამოხატეს. სირიელები შიშობენ, რომ ამ შეხვედრის შედეგი მოლაპარაკების კიდევ უფრო გაჭიანურება იქნება და არა აქტიური ქმედება.
„ჩვენ რომში უბრალოდ მოლაპარაკებისთვის არ ჩავდივართ. ჩავდივართ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება მომავალი ნაბიჯების შესახებ, რომლის შესახებაც განხილვა შემდგომში შეიძლება შედგეს, შეიძლება არა. ჩვენ გვესმის, რომ სირიელ ხალხს ამ კონფერენციის შედეგის ხილვა სურს. მე ვეტყოდი მოაზ ხათიბის, რომ ჩვენც იგივე გვსურს,“ - განაცხადა კერიმ.
ჯონ კერის მასპინძელმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ დასავლეთის დამოკიდებულებაში სირიის საკითხზე სერიოზული ცვლილებაა, რაც სირიელი ამბოხებულების დახმარებასაც შეეხება.
„ასეთი საფრთხეების და მკვლელობების შემდეგ, ჩვენი პოლიტიკა ვეღარ იქნება ისეთი სტატიკური, როგორიც რამდენიმე კვირის წინ იყო,“ - განაცხადა ჰეიგმა.
კერიმაც და ჰეიგმაც დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. თუმცა, ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკაში ასადის რეჟიმის მიმართ ქმედებისთვის საუკეთესო დრო დგება. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე მას კონსულტაციები ექნება ბერლინში, პარიზსა და რომში.
კერიმ ასევე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კვირის ბოლოს ახლო აღმოსავლეთს ეწვევა და ყატარის და საუდის არაბეთის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს.
XS
SM
MD
LG