ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავა კენიის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ


ოდინგამ სასამართლოში სარჩელის შეტანა გადადო

კენიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა რაილა ოდინგამ სასამართლოში სარჩელის შეტანა გადადო, რომლითაც გასული კვირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა გაასაჩივროს.

ოდინგას კენიის უზენაეს სასამართლოში სარჩელი დღეს უნდა შეეტანა. მისი პოლიტიკური კავშირი რეფორმისა და დემოკრატიის კოალიცია აცხადებს, რომ დამარცხებული კანდიდატი სარჩელს ხვალ, კანონიერი ვადის ბოლო დღეს შეიტანს.

ოდინგა კენიის პრემიერ მინისტრია, რომელსაც მმართველობის ვადა გაუვიდა. ის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აცხადებს.
XS
SM
MD
LG