ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უჰურუ კენიატა კენიის ახალი პრეზიდენტია


დამარცხებული რაილა ოდინგა უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ელოდება

კენიის საარჩევნო კომისიამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ვინაობა დღეს უკვე ოფიციალურად გამოაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად კომისიამ პრემიერ-მინისტრის მოადგილე, უჰურუ კენიატა სცნო.

დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარე, ისააკ ჰასანი აცხადებს, რომ კენიატამ არჩევნები 50.07-ით მოიგო, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ კენიაში ხელახალი არჩევნები აღარ დაინიშნოს. ქვეყნის პრემიერი რაილა ოდინგა მეორე ადგილზეა. მან ხმების მხოლოდ 43 პროცენტი მოიპოვა. დამარცხებული კანდიდატი ინფორმაციას არჩევნებზე მომხდარ სერიოზულ დარღვევებზე ავრცელებს. ოდინგას თქმით, ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს და უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას დაელოდება.
XS
SM
MD
LG