ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კით ურბანმა ახალი კრებული გამოსცა


კრებული სახელწოდებით “Fuse” ახალახანს გამოვიდა გაყიდვაში

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:05 0:00
ბმული



სამ წლიანი პაუზის შემდეგ ქანთრის ვარსკვლავმა კით ურბანმა ახალი კრებული გამოსცა. სტუდიურ ჩანაწერებს შორის დიდმა პაუზამ დადებითად იმოქმედა მუსიკოსის შემოქმედებაზე და განახლებული სული შთაბერა მის ახალ ნაშრომს. კრებული სახელწოდებით “Fuse” ახალახანს გამოვიდა გაყიდვაში და უმალვე მოექცა კრიტიკოსების და შოუ ბიზნესის წარმომადგენლების ყურადღების ქვეშ. კომპოზიცია "Lilttle bit of everyting" მომღერლის რიგით მე-14 ჰიტია ქანთრის სიმღერების საუკეთესო ათეულში.

კით ურბანი შეეცადა ბგერების და ჰარმონიის ექსპერიმენტის გზით მიეღო მის მიერ ნამღერი სიმღერებისგან განსხვავებული ჟღერადობა. თუმცა თავის გამორჩეულ სტილს მაინც არ უღალატა. კრებულის შექმნისას ურბანმა 9 პროდიუსერთან ერთად იმუშავა, მათ შორის R&B ის ჰიტების ავტორთან, ბენი ბლანკოსთან, ასევე როკ სამყაროში ცნობილ პროდიუსერთან ბუთჩ ვოკერტან. გარდა ამისა, კრებულზე კით ურბანს პროდიუსერობას უწევდა მაიკ ელიზონდო, რომელიც ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად მუშაობდა, როგორებიც არიან ემინემი, ჯეი-ზი, 50 ცენტი და სხვა. მომღერალმა ახალი კრებულით ერთგვარად გაარღვია საკუთარი შემოქმედებითი საზღვრები, რაც კრიტიკოსების მიერ დედბითად შეფასდა:

„თავიდან მუშაობა დაიწყო ყველაფრის სისტემაში მოყვანით-ინსტრუმენტების, ბგერის, რითმის და ა.შ. მსგავსი შერწყმის მცდელობა ჯერ არასდროს მქონია. ადგილი ჰქონდა სიმღერის ტექსტების ავტორების და პროდიუსერების ერთად თავმოყრას, რომელთაც მანამდე არასოდეს უმუშავიათ ერთად. ეს ჩემთვის განსხვავებული გამოცდილება იყო“ - განაცხადა მუსიკოსმა


როგორც კიტ ურბანმა განაცხადა, კრებულზე მუშაობის ყველაზე სასიამოვნო მომენტი ამდენ ხალხთან თანამშრომლობა იყო. მის მთავარ ამოცანას კრებულისთვის ახალი ენეგიით დამუხტვა წარმოადგენდა. მისი აზირთ ამ მიზანს მან მიაღწია სხვადასხვა პროდიუსერების პროექტში ჩართვით.
კრებულში აღსანიშნავია დუეტები ქანთრის ვარსკვლავებთან ერიკ ჩერჩთან და მირანდა ლამბერტთან:

„ერიკ ჩერჩი რამდენიმე წლის წინ გავიცანი. როდესაც სიმღერა “Raise em up”, მოვისმინე მივხვდი, რომ ამისგან კარგი დუეტი გამოვიდოდა. გამეხარდა, როდესაც ერიკი დამთანხმდა სიმღერის ჩაწერაზე. რაც შეეხება მირანდას, ის წლების მანძილზე ჩვენი კონცერტების დასაწყისში, სტუმარ -მომღერლის როლში გამოდიოდა. კონცერტის ბოლოს, როგორც წესი, ერთად ვასრულებდით სიმღერას. მე ყოველთვის მომწონდა თუ როგრო ჟღერდა დუეტში ჩვენი ხმები. გონებაში დიდი ხანია მიტრიალებდა აზრი, რომ მომეძებნა ისეთი სიმღერა, რომელსაც მირანდასთან ერთად შევასრულებდი. სიმღერა “We were us” ასეთი გამოდგა.“

მირანდა ლამბერტის და კიტ ურაბნის დუეტი სამ კვირაში უკვე ოცეულში აღმოჩნდა.
ჩრდილო ამერიკის ტურის წამოწყებით კით ურბანი ახალი კრებულის რეკლამას ეწევა, რომელიც თებერვლის ბოლომდე გასტანს. ის ასევე „American idol”-ის შოუს ახალი სეზონის ჟიურის წევრად მოგვევლინება, ჰერი კონიკ ჯუნიორთან და ჯენიფერ ლოპეზთნ ერთად.
XS
SM
MD
LG