ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა


კატარში კარზაიმ თალიბების პოლიტიკური ოფისის გახსნასთან დაკავშჲრებით იმსჯელა

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი კატარში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. კატარში კარზაიმ თალიბების პოლიტიკური ოფისის გახსნასთან დაკავშჲრებით იმსჯელა, რამაც ავღანეთში მშვიდობის დამყარებას უნდა შეუწყოს ხელი.

კვირას კარზაი კატარის ამირას - შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა, რათა სამშვიდობო ინიციატივების მოძიების საშუალებებსა და ავღანეთში კატარის ინვესტიციების შესახებ ემსჯელა.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი სპარსეთის ყურის სახელმწიფოში საგარეო საქმეთა მინისტრის ზალმა რასოულის და ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სალაჰუდინ რაბანის თანხლებით იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG