ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაიმ კორუფციის დამარცხების პირობა დადო


კარზაი მიესალმა თალიბებსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების დაწყებას
კარზაი მიესალმა თალიბებსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების დაწყებას

დონორებმა ავღანეთისთვის 16 მილიარდი გაიღეს

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ავღანელები ყურადღებით დააკვირდებიან პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის დაპირებას კორუფციასთან ბრძოლის შესახებ. კარზაიმ აღნიშნული შინაარსის განცხადება გუშინ ტოკიოში საერთაშორისო დონორი ქვეყნების კონფერენციაზე გააკეთა. დონორებმა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ავღანეთისთვის 16 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადეს. ეს თანხა შეესაბამება ქაბულის მოთხოვნას.გამოსვლაში, პრეზიდენტმა კარზაიმ განაცხადა, რომ ის კარგად აცნობიერებს ავღანეთში არსებული კორუფციის მასშტაბებს, რაც ძირს უთხრის ქვეყნისთვის გაწეულ საერთაშორისო დახმარებას. თუმცა, მან პირობა დადო, რომ ვითარებაზე კონტროლს დაამყარებს.

„კორუფცია, ეს არის საფრთხე, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ინსტიტუების ეფექტურობას, კანონიერებას და მწყობრად მუშაობას. ჩვენ მთელი ძალით შევებრძოლებით კორუფციას სადაც არ უნდა წარმოიქმნას ის და ამასვე ვთხოვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს,“ - განაცხადა კარზაიმ.
XS
SM
MD
LG