ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გუშინ ამერიკისა და ისრაელის ორმაგ მოქალაქეს დანაშაულის სიძულვილის ნიადაგზე ჩადენაში დასდო ბრალი.
დეპარტამენტის განცხადებით, ბრალდებები მოიცავს ებრაული სათემო ცენტრების მიმართ მუქარასაც.
19 წლის მაიკლ რონ დევის კადარის ბრალდება სამ იურისდიქციაში აქვს წაყენებული - ფლორიდაში, ჯორჯიასა და ქალაქ ვაშინგტონში. საბრალდებო დასკვნა მიუთითებს რომ ახალგაზრდამ გასულ წელს არაერთი მუქარა გააჟღერა.
კადარი 2017 წლის გაზაფხულზე ისრაელში დააპატიმრეს და აპრილში ბრალი წარუდგინეს. ის ამ დრომდე ისრაელში, პატიმრობაში რჩება.
იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, ახალი ცნობებით, კადარი ებრაულ სათემო ცენტრებში რეკავდა და ბომბების ან თავდამსხმელების შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. ის მუქარის შემცველ ზარებს ახორციელებდა ორლანდოს საერთაშორისო აეროპორტში, სკოლაში, ისრაელის საელჩოში და ა.შ.
გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა განაცხადა, რომ ამგვარმა გამუდმებულმა მუქარამ ებრაულ თემს და სხვებს შიში გაუჩინა. მისი თქმით, სწორედ იუსტიციის დეპარტამენტის საქმეა ის, რომ ამერიკაში მსგავსი შიში არავის ჰქონდეს.
Facebook Forum