ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯულიან ასანჟს ამერიკამ შეთქმულების მოწყობის ბრალი წაუყენა


ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოში დაკავების შემდეგ, ლონდონი, 2019 წლის 11 აპრილი

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვებგვერდ „ვიკილიქსის“ თანადამფუძნებელ ჯულიან ასანჟს ჰაკერული შეთქმულების ბრალდება წაუყენეს.

ამავე განცხადებით, ბრალდება ემყარება ასანჟის თანხმობას პაროლის გატეხვაზე აშშ-ის მთავრობის გასაიდუმლოებულ კომპიუტერში შესაღწევად.

ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოს 2012 წლიდან აფარებდა თავს. თავდაპირველად, მან ამ ნაბიჯით შვედეთში საკუთარი ექსტრადიცია გამორიცხა, სადაც მას სექსუალურ ძალადობაში აქვს ბრალი წაყენებული. ბრიტანეთისგან განსხვავებით, ეკვადორს შვედეთთან ექსტრადიციის შეთანხმება არ აქვს. მოგვიანებით, შვედეთმა ასანჟს ბრალდება მოუხსნა.

ახლა "ვიკილიქსის" დამფუძნებელს ბრალი მხოლოდ ამერიკის მთავრობისგან აქვს წაყენებული, რომელიც შეთქმულებაში მონაწილეობის გარდა, შეერთებული შტატების საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებასაც მოიცავს.

ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ეკვადორის მთავრობამ ასანჟს თავშესაფარი გაუუქმა, რის საფუძველზეც ის ბრიტანელ სამართალდამცავებს გადაცეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG