ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მოსამართლე იმიგრანტის დეპორტაციამ აღაშფოთა


შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ ემეტ სალივანმა ამერიკის ხელისუფლების ქმედებებს შოკისმომგვრელი უწოდა. საქმე ეხება შტატებში თავშესაფრის მაზიებელი ქალისა და მისი შვილის საქმეს, რომელთა დეპორტაციაც მოხდა. ისინი თვითმფრინავით ელ-სალვადორისკენ გაამგზავრეს. მოსამართლე ამის გამო გენერალურ პროკურორს ჯეფ სეშენსსაც დაემუქრა.

"მოაბრუნეთ უკან ეს თვითმფრინავი", - მოუწოდა ხელისუფლებას მოსამართლემ, რომელმაც აღნიშნა, რომ უკიდურესად აღშფოთებულია მოვლენათა ამგვარი განვითარებით. "ეს მიუღებელია", - თქვა მოსამართლემ.

ადვოკატმა, რომელიც ქალის ინტერესებს იცავდა, სწორედ სასამართლო სხდომისას შეიტყო ის, რომ ტეხასში იმიგრანტთა დაკავების ცენტრიდან მისი კლიენტის - ქალი და ბავშვის დეპორტაცია მოხდა. ქალი თავშესაფარს ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო საკუთარი მეუღლის მხრიდან და მას ასევე ემუქრებოდნენ ადგილობრივი მაფიის წარმომადგენლები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG