ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალ „როლინგ სტოუნზს“ აკრიტიკებენ


ჟურნალმა გარეკანზე ბოსტონის მარათონის ეჭვმიტანილი ორგანიზატორის-ჯოჰარ ცარნაევის ფოტო გამოაქვეყნა

ამერიკაში გამომავალი გამოცემა -„როლინგ სტოუნზი“ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც ჟურნალის გარეკანზე ბოსტონის მარათონის ეჭვმიტანილი ორგანიზატორის-ჯოჰარ ცარნაევის ფოტო გამოაქვეყნა.

ეს ფოტო, რომელიც ჟურნალის რედაქტორებმა გუშინ გააცნეს საზოგადოებას, ცარნაევის ახალგაზრდობის სურათია. „როლინგ სტოუნზს“ ასეთი გარეკანით სურდა ყურადღება მიექცია ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორის დეტალური პროფილისა და მომავალ ნომერში მიძღვნილი სიუჟეტისთვის.

თუმცა ნაცვლად ამისა, სოციალურ მედიაში დაიწყო გამოცემის გმობა. ადამიანები იმის პირობასაც კი დებდნენ, რომ არასდროს იყიდნენ ამ ჟურნალის არცერთ ნომერს მომავალში. ამით „როლინგ სტოუნზის“ განზრახვამ-ცარნაევის გამოსახულებით წარმოედგინა მომავალი ნომერი-ცნობილ გამოცემას ტერორიზმის განდიდების მცდელობის იარლიყი მოუტანა.
XS
SM
MD
LG