მარკ დევდ ჩეპმენი, ჯონ ლენონის მკვლელობიდან 40 წლის შემდეგ, ბოდიშს იხდის. "ეს საკუთარი დიდებისთვის გავაკეთე" - აცხადებს ლეგენდარული მუსიკოსის მკვლელი.
"ის საოცრად ცნობილი იყო. არ მომიკლავს მისი ხასიათის, ან მასთან დაკავშირებული რაიმე მიზეზის გამო. მეოჯახე იყო. ის ძალიან, ძალიან, ძალიან ცნობილი იყო - ეს იყო ერთადერთი მიზეზი და მე ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან ვცდილობდი დიდების მოპოვებას, ეგოისტურად. ეს ეგოისტური აქტი იყო. ბოდიშს ვიხდი ტკივილისთვის, რაც მას, იოკოს მივაყენე. მუდამ ამაზე ვფიქრობ." - აცხადებს ჩეპმენი.
40 წლის ასაკში, ჯონ ლენონი, 40 წლის წინ, ჩეპმენმა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, 1980 წლის 8 დეკემბერს. ჩეპმენმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, შეწყალება მეთერთმეტედ ითხოვა, რაზეც მეტერთმეტე უარი მიიღო.
სწორედ ამის შემდეგ, ჩეპმენი ვრცლად საუბრობს დანაშაულის გრძნობაზე და მუსიკოსის ქვრივს, იოკო ონოს ბოდიშს უხდის.
Facebook Forum