ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა და პაკისტანის მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა გამართა, რომლის დანიშნულებაც ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვა იყო.
კერიმ ბრიუსელში გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ ის „იმედისმომცემი“ იყო და ამ შეხვედრას კარზაისა და პაკისტანის არმიის ხელმძღვანელსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯალილ ჯილანისთან შეხვედრების სერია მოჰყვება.
კერის თქმით, ავღანეთი ახლა „ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ეტაპს გადის.“
ჰამიდ კარზაიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრა იმედისმომცემი იყო და ის მომავალ შეხვედრებსაც ოპტიმისტურად აფასებს.