ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლტონი იერუსალიმის შემდეგ ჟენევას და კიევს ეწვევა


შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ირანთან დადებულ ბირთვულ ხელშეკრულებას „უვარგისი გარიგება“ უწოდა. ჯონ ბოლტონის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელების დაყოლიებას ცდილობს, რომ მათ, თავის მხრივ, ირანზე გაზარდონ ზეწოლა.

ბოლტონმა ეს განცხადება იერუსალიმში გააკეთა, სადაც ის ორი დღის განმავლობაში უკვე მეორედ შეხვდა ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.

ბოლტონის თქმით, ირანის მიერ ბირთვულ იარაღზე მუშაობის აღკვეთა „უმაღლესი პრიორიტეტია.“ მან ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები 2015 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ დადებულ ხელშეკრულებას იმის გამო გამოეთიშა, რომ ირანზე ეკონომიკური სანქციები აღედგინა.

ტრამპის მსგავსად, ნეთანიაჰუ ირანის ბირთვული ხელშეკრულების ერთ-ერთი ხმამაღალი კრიტიკოსი იყო და აცხადებდა, რომ ირანმა მცირე დათმობების სანაცვლოდ, საერთაშორისო თანამეგობრობისგან ძალიან ბევრი რამ მიიღო.

ბოლტონი ამ კვირას უკრაინაში ჩავა, ჟენევაში კი რუს კოლეგა ნიკოლაი პატრუშევს შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG