ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ბოლტონი, თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ხვალ მოსკოვში ჩადის. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ხვდება. ვარაუდობენ, რომ მათი საუბრის მიზანი საპრეზიდენტო შეხვედრის მომზადებაა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა ნატოს სამიტის შემდეგ გაიმართება. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს არის დაგეგმილი.

ამ ეტაპზე, ცოტა რამაა ცნობილი იმაზე, თუ რა საკითხებს განიხილავენ უმაღლესი დონის შეხვედრაზე. რუსეთის ახალი ამბების სააგენტო “რიას” ცნობით, კრემლი მოელის, რომ ორი ქვეყნის ლიდერები სირიის კონფლიქტზე იმსჯელებენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, კრემლთან დიალოგში ამერიკა იმ საკითხების გამონახვას ცდილობს, სადაც ორი ქვეყნის ინტერესები ემთხვევა. თუმცა, იქ, სადაც მათ უთანხმოება აქვთ, ამერიკის იტერესების დაცვა მოხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG