ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტის ყოლას არ გამორიცხავს


ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ამჟამად ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ დემოკრატიულმა პარტიამ ის საკუთარ ნომინანტად დაასახელა, არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებში ვიცე პრეზიდენტად რესპუბლიკელი კანდიდატი შეარჩიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენს სრულიად დასაშვები ჰგონია დემოკრატი პრეზიდენტი და რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტი, მხარდამჭერებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ “ახლა აზრად არც-ერთ რესპუბლიკელი არ მოსდის.”

ბაიდენი საკუთარი საარჩევნო კამპანიის მორგებას ზომიერ დემოკრატ, დამოუკიდებელ და იმ რესპუბლიკელ ამომრჩევლებზე ცდილობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს არ ეთანხმება. კამპანიის განმავლობაში, ბაიდენი უწყვეტად საუბრობს კონგრესში რესპუბლიკელებთან თანამშრომლობის საჭიროებაზე.

მხარდამჭერებთან შეხვედრისას, ბაიდენმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები არ აკეთებენ საკმარისს იმისთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპს ანგარიშვალდებულება დააკისრონ. “ჯერ ისევ ბევრი ღირსეული რესპუბლიკელია კონგრესში,” მაგრამ მისი აზრით, პრობლემა ისაა, რომ ისინი სდუმან. “მათ ხმა უნდა აიმაღლონ,” თქვა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი, რომელიც 77 წლისაა, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტი იყო მისი ორივე ვადის განმავლობაში. მანამდე კი ის 35 წელი სენატორი იყო.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG