ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატების სია ერთით შემცირდა


ამერიკის ყოფილი სენატორი ჯიმ ვები საპრეზიდენტო კამპანიას როგორც დემოკრატი კანდიდატი გაეთიშა და განაცხადა, რომ კამპანია შესაძლოა გააგრძელოს როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

გადაწყვეტილების საფუძველზე საუბრისას, გუშინ ვებმა განაცხადა, რომ ის დემოკრატიულ პარტიას ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხში არ ეთანხმება. მან ასევე დასძინა, რომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მეთოდები ამერიკულ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

ვების გასვლით, დემოკრატიული პარტიის რიგებიდან პრეზიდენტობის მსურველი ოთხი კანდიდატი რჩება. ამ ეტაპზე ჯერ ისევ არსებობს შესაძლებლობა, რომ ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვას.

XS
SM
MD
LG