დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც ეგრეთწოდებული ჯიჰადის ვიდეო შექმნა.
ვიდეორგოლის და ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ტექნოლოგიის დეტალური შესწავლის და ექსპერტიზის ცატარების შედეგად დადგინდა, რომ მისი ჩამდენი პირი ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია, რომელიც სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთერთ კომპანიაში მუშაობს.
დადგინდა, რომ სამარ ჩოკუტაევმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან მალაიზიაში წინასწარმომზადებული სერვერის გამოყენებით, დაშიფრული ხაზით შეაღწია თბილისის ინტერნეტქსელში . შემდეგ კვალის არევის მიზნით მუქარის შემცველი ვიდეორგოლი ინტერნეტში თბილისის რამდენიმე ოფისის როუტერების გამოყენებით ატვირთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა მუხლით სამარ ჩოკუტაევის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. მას ბრალად წარედგინა ტერორისტული აქტის ჩადენის მიზნით საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელება, რაც ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს წარმოშობს.
სამარ ჩოკუტაევს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და პოლიციის განცხადებით, ამჟამად მის წინააღმდეგ სამძებრო ღონისძიებები ტარდება როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთაც.