ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ებრაელთა ისტორიის მუზეუმი გაიხსნა


მოსკოვის ერთ-ერთ წყნარ ქუჩაზე, ევროპაში ებრაელთა კულტურის, უახლესი და ამასთან ყველაზე დიდი მუზეუმი გაიხნა

საუკუნის უკან რუსეთში დაახლოებით 5 მილიონი ებრაელი ცხოვრიბდა მსოფლიოს მასშტაბით, ის ებრაელების ყველაზე დიდი პოპულაციით გამოირჩეოდა. ნაცისტული გენოციდის და მოგვიანებით მასიური ემიგრაციის შემდეგ, ეს რიცხვი რუსეთში მკვეთრად შემცირდა და დღესდღეობით მხოლოდ 150 ათასს შეადგენს.

რუსეთის ებრაულმა დიასპორამ, გადარჩენის მიზნით ახალი ტაქტიკა შეიმუშავა. მოსკოვის ერთ-ერთ წყნარ ქუჩაზე, ევროპაში ებრაელთა კულტურის, უახლესი და ამასთან ყველაზე დიდი მუზეუმი გაიხნა. მუზეუმი პირადი შეწირულობებით გაიხსნა, რომელიც დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დაჯდა. ინტერაქტიული გამოფენები კი იწვევს მნახველს ებრაული კულტურის, ცხოვრებისა და ისტორიის გასაცნობად.
XS
SM
MD
LG