ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის სიძე უცხო ქვეყნების მთავრობებთან შეთქმულებას უარყოფს


ჯარედ კუშნერი, პრეზიდენტ ტრამპის სიძე და მისი დაახლოებული მრჩეველი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნების მთავრობებთან არავითარი საიდუმლო შეთანხმებები ან შეუსაბამო კონტაქტები არ ჰქონია.

დღეს, სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე, დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემის და სამშაბათს, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე იგივე პროცედურის წინ, კუშნერმა განცხადება გამოაქვეყნა. ეს კომიტეტები გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს.

კუშნერის განცხადებაში ნათქვამია: “ჩემს მიერ წარმოდგენილი ჩანაწერები და დოკუმენტები აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო კამპანიის და გარდამავალი პერიოდის დროს, ათასობით შეხვედრებს შორის, რუსეთის წარმომადგენლებთან ალბათ ოთხი კონტაქტი მქონდა, რომელსაც არჩევნებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და არც განსაკთრებით დასამახსოვრებელი ყოფილა.“

მოსალოდნელია, რომ კომიტეტები კუშნერის რუსულ კონტაქტებთან დაკავშირებულ, მათ შორის, გასულ ივნისში, რუს ადვოკატთან და კრემლთან დაკავშირებულ სხვა ფიგურებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მოიძიებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG