ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის იაპონელი მხარდამჭერები ტოკიოს ქუჩებში გამოვიდნენ


დონალდ ტრამპის იაპონელი მხარდამჭერების მცირე ჯგუფი, ტოკიოს ქუჩებში გამოვიდა. ისინი პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი ლოზუნგებით იდგნენ, ისმოდა შეძახილებიც.

დაახლოებით, 120 ადამიანი გამოვიდა ქალაქის ქუჩებში იმისთვის, რომ იაპონიისა და ამერიკის დროშებით ხელში, წარმავალი პრეზიდენტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ. აქციაზე ჩანდა ბანერები, წარწერით: "ნამდვილი გამარჯვებული".

"გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ იაპონიაში ბევრი ადამიანი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპს", თქვა აქციის ორგანიზატორმა ნაოტა კობაიაშიმ. "ყველა ერთად ვგალობდით იმისთვის, რომ ჩვენს ხმას გადაეფრინა წყნარი ოკეანე და მიწვდენოდა ამერიკას".

ტრამპის იაპონელი მომხრეების ნაწილს ის თავისი პოლიტიკის გამო მოსწონდა, რომელიც მას ჩინეთთან მიმართებაში ჰქონდა. იაპონელების მეორე ნაწილი კი კონსერვატორი ქრისტიანული სექტის წევრები არიან. იაპონელ მომხრებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც ე.წ QAnon-ის კონსპირაციული თეორიების სჯერა.

ტოკიოში ეს პირველი პრო-ტრამპისტული გამოსვლა არაა. 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ქალაქში, ტრამპის მხარდასაჭერად რამდენიმე აქცია ჩატარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG